Month: February 2014

რა იწვევს ნაადრევ ჭაღარას!

Posted on Updated on

Image

მიიჩნევა, რომ გაჭაღარავებას ოთხი ფაქტორი იწვევს: მემკვიდრეობა, სტრესი, ასაკი და ქრონიკული დაავადებები.

მაგრამ უშუალო მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია – პიგმენტ მელანინის გაქრობა, რომელიც თმის ფოლიკულში გამომუშავდება. თმის ზრდის განსაზღვრულ სტადიაში ფერმენტ ტიროზინაზის ზემოქმედებით პიგმენტი თმის სტრუქტურულ ცილას უერთდება და მას ბუნებრივ ფერს აძლევს.

როდესაც ამ ფერმენტის გამომუშავება წყდება, თმა ჭაღარავდება. ამ პროცესის დაწყების დრო გენეტიკურად არის განპირობებული და ორგანიზმის დაბერების საწყისად მიიჩნევა. რაც შეეხება სტრესის ნიადაგზე გაჭაღარავებას, ეს შემდეგნაირად აიხსნება: ყოველ თმის ღერს დაუყვება წვრილი სადინარი, რომელშიც სითხე მიედინება და თმას საკვებს აწვდის; როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოიმუშავებს, სტრესის ჰორმონი პირდაპირ თმის შუაგულში ხვდება და პიგმენტისა და ცილის კავშირს არღვევს. ასე ჩნდება ნაადრევი ჭაღარა.

ნაადრევი გაჭაღარავება სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, ბრონქულ ასთმაზე, ანემიაზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე. თმის გათეთრება შესაძლოა მძიმე ინფექციურმა დაავადებამაც გამოიწვიოს.

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ნაადრევ ჭაღარას ჭიებიც იწვევს, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები ორგანიზმის შინაგან გარემოზე მოქმედებს და პიგმენტაციას არღვევს. ნაადრევი გაჭაღარავების კიდევ ერთი მიზეზი მემკვიდრეობაა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ევროპელები 34 წლის შემდეგ (პლუს-მინუს 10 წელი) ჭაღარავდებიან, აზიელები – 30-34 წლიდან, ნეგროიდული რასის წარმომადგენლები – 43 წლიდან.

ქალებს თეთრი თმა თავდაპირველად საფეთქლებთან უჩნდებათ, მერე კი კეფაზე. დღემდე მიიჩნეოდა, რომ გაჭაღარავების პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო, მაგრამ დადგინდა, რომ ასე არ არის. ნაადრევ გაჭაღარავებას ხელს უშლის ცხოვრების ჯანსაღი წესი. გასათვალისწინებელია, რომ თმის ფერზე გავლენას ახდენს რკინა, მანგანუმი, თუთია და სპილენძი, ამიტომ ეცადეთ, ეს მიკროელემენტები საჭირო რაოდენობით მიიღოთ.

მათ შეიცავს კვერცხი, თევზი, სიმინდი, კაკალი, გოგრა, ბულგარული წიწაკა, ვაშლი, ციტრუსები, კაკაო, შვრია. 

მის საქართველო 2013

Posted on Updated on

მის საქართველო 2013 გახდა 20 წლის ანა ზუბაშვილი, მას მთავარი პრიზი გადაეცა Toyota RAV4 კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი”-საგან.

“მის საქართველო 2013”-ს ტიტულის მფლობელი  და ვიცე მისები წარადგენენ საქართველოს  სილამაზის სხვადასხვა პრესტიჟულ  საერთაშორისო კონკურსებზე.

“მის საქართველოს”  TOP-5 ასე გამოიყურება:

“მის საქართველო 2013”-ის ტიტულის მფლობელი გახდა ანა ზუბაშვილი, 20 წლის, თბილისიდან.

“I ვიცე მის საქართველო 2013” – ელენე გამყრელიძე, 20 წლის, თბილისიდან.

“II ვიცე მის საქართველო 2013” – თიკა ჯაბანაშვილი, 20 წლის, თბილისიდან.

“ვიცე მის საქართველო 2013” – მაკა გიგაური, 19 წლის, თბილისიდან.

“ვიცე მის საქართველო 2013” – თაკო ნასყიდაშვილი, 22 წლის, თბილისიდან.

ImageImageImageImageImage

როგორ გავიწმინდოთ სახე სახლის პირობებში!

Posted on Updated on

Image

სახის გაწმენდა დამოკიდებულია, სხვადასხვა ფაქტორზე, მათგან ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ცხიმიანობა და ალერგიულობა. ძალიან ბევრ საიტზე წაგიკითხავთ ალბათ, რომ მიიღოთ ორთქლის აბაზანები, მაგრამ მე ამას არ გირჩევთ, რადგან გახსნილი ფორების დახურვა არც ისე მარტივია და თან სახლის პირობებში მიუღებელი, მეორეც ორთქლი კანს აშრობს და სუგლუვეს აკარგვინებს.

ამიტომ გირჩევთ სრულიად უმტკივნეულო მეთოდს, რომლის გამოყენება საკმაოდ ადვილი და შედეგის მომცემია, ამას საკუთარი გამოცდილებით დაგიდასტურებთ.

ესე იგი რეცეპტი ასეთია:

1. კალცი ხლორიდი ამპულებში ( ნებისმიერ აფთიაქში იყიდება )

2. ნებისმიერი ხელების საპონი

მომზადების წესი:

კალცი ამპულიდან გადმოიტანეთ, რომელიმე თეფშზე, შემდეგ დაისველეთ მასში ოდნავ ხელები და საპონს წაუსვით, შემდეგ კი სახეზე წაისვით, ასეთი პროცეურა გაიმეორეთ მთელ სახეზე (საპონს ვისვამთ სახეზე და კალცით მას ვიზელთ) ნახავთ რომ უამრავ შავ ლაქას აიყოლებს თქვენი სახიდან, პროცედურის დამთავრების შემდეგ კი სახე კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ეს პროცედურა არ შეიძლება ყოველდღე, მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, შედეგად კი კანიდან იცილებთ ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, რომელიც სახეს სილამაზეს უკარგავს.

ფეხსაცმლის სტილი, რომელიც მამაკაცებს არ მოსწონთ!

Aside Posted on Updated on

ImageImageImageImageImageImageImage                                                                                                                                                                                                ერთ-ერთმა საიტმა, რომელიც მოდაზე წერს, ძლიერი სქესის წარმომადგენლები გამოკითხა და ქალის გარდერობიდან ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ფეხსაცმელების რეიტინგი გამოავლინა.

გამოკითხულ მამაკაცთა 71%-ის აზრით, ყველაზე არასექსუალური და არამიმზიდველი ფეხსაცმელი ტანგეტკებია. მეორე ადგილი რეიტინგში ე.წ უგებმა დაიკავა, რომელსაც ხმა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 67%-მა მისცა.

მამაკაცების 63%-თვის არ არის მიმზიდველი ბოტასები. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ასევე სკეპტიკურად უყურებენ პლატფორმიან ფეხსაცმელებს. ამ სტილის ფეხსაცმლისადმი უარყოფითი აზრი გამოკითხულთა 58%-მა გამოთქვა. კაცებს არ მოსწონთ არც ე.წ შლოპანცები (55%). რეიტინგში მეექვსე ადგილი მოკასინებმა დაიკავეს, რომელიც თავიდან მამაკაცის გარდერობის შემადგენელი ნაწილი იყო. მათ შემდეგ სიაში ფეხსაცმელი “მერი ჯეინი” მოდის, რომელსაც მრგვალი ცხვირი აქვს.

როგორც აღმოჩნდა მამაკაცებს არც ქალებში ასე პოპულარული ე.წ ბალეტკები მოსწონთ. გამოკითხულთა 37%-ის აზრით, ის ყველაზე არამიმზიდველი ქალის ფეხსაცმელია. რეიტინგში ასევე მოხვდა კროქსებიც.

ინტერნეტ მაღაზია

Image Posted on Updated on

images 16053731180770367395ინტერნეტ მაღაზია

ინტერნეტ “შოპინგი” საქართველოშიც საკმაოდ კარგადაა გავრცელებული, ამისათვის გირჩევთ ერთ საიტს, რომელიც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი რომ საკმაოდ იაფი და მისაღებია, აქვს ასევე უფასო ტრანსპორტირება, ზამთრის კოლექციის ქურთუკები 33$ საშუალო ფასია, ასევე ძალიან იაფია მამაკაცისა თუ ქალის ტანსაცმელ-ფეხსაცმელი: aliexpress.com