“თავისუფლება”

Posted on Updated on

lalala

თავისუფლება – „თავის უფალი“ თუ ასე ჩავუკვირდებით ამ სიტყვას, მაშინ მნიშვნელობა ავთენტურია, მაგრამ მოდი რეალობიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ ამ სიტყვასა და მის არსზე; პირადად ჩემი აზრით, კი თავისუფლება ძალიან ვიწრო მნიშვნელობას მოიცავს და ეს არის მხოლოდ არჩევანის თავისუფლება, თუმცა პარადოქსია, მაგრამ თავად ეს არჩევაანიც გამომდინარეობს არსებული სიტუაციებიდან და გარემოდან, თუ უკეთ განვმარტავთ თავად გარემო გაწვდის ამ არჩევანის საშუალებას, ხოლო მათი მართვა და შენ ნებაზე შეცვლა შეუძლებელია, მაგალითად ავიღოთ სიკვდილი, ადამიანი, რომელსაც აქვს უკურნებელი დაავადება მას აქვს ორი სიტუაციური არჩევანი: ან თავი მოიკლას, ან დრო მოკლავს, შესაბამისად სად არის ის არჩევანი რასაც „რაც მინდა იმას გავაკეთებ ჰქვია?“ თითოეული არჩევანი, თითოეული ნაბიჯი ბუნებისა და გარემოს კონტროლს ექვემდებარება, და ეს დაბადებიდან იწყება, შენ ადამიანს და ზოგადად თითოეულ არსებას დაბადებიდან წართმეული გაქვს არჩევანი, რატომ? აი, იმიტომ რომ ძალიანაც რომ ეცადო სხვისი ნაყოფი ვერ გახდები, ვის მუცელშიც ჩაისახე ის გაგაჩენს, ან არ/ვერ გაგაჩენს.

 

თვლით, რომ კუნძულზე მყოფი ეული ადამიანი, რომელიც არც საზოგადოების კანონებითა და სხვა ამდაგვარით არის შეზღუდული, ის თავისუფალია? ძალიან ცდებით, რადგან ეს ადამიანი დამოკიდებული ხდება კუჭსა და ყოფით დეტალებზე. მაგალითად, დილით გაიღვიძა და გადაწყიტა, რომ მთელი დღე არაფერი გააკეთოს, მხოლოდ დაისვენოს, მოსეირნეს კი გზაში ცხოველი გადაეყრება და აქ ირთვება მისი ინსტიქტი გადარჩეს და შესაბამისად ის არჩევანიც შეეზღუდა რაც გააკეთა ამ დილით, რომ არაფერი გაეკეთებინა. თითოეულ სულდგმულსა თუ არასულდგმულს ეკვრის გარშემო თავის უფლების წრე მაგრამ ეს წრეები ირღვევა როგორც კი იწყება მათი ერთ სამყაროში მოქცევა.

 

თუ ვარ თავის უფალი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და არჩევანსაც (რასაც ისევ გარემო და სიტუაცია აკონტროლებს ) შესაბამისად ვაკეთებ, მინდა, უკვდავი ვიყო, აბა რას იტყვით?! ვიქნები უკვდევი, მხოლოდ იმიტომ რომ მე მინდა და ამას თავის უფლებაც მეღაღადება?! ამიტომ თავისუფლებაზე ღაღადი ჩემთვის მხოლოდ მითია, ხოლო რეალობა კი ის არის რასაც ბუნება, გარემო და სიტუაცია გკარნახობს, ეს არის ბევრი „ან!“

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s