ინტერესი

“ოხ, ეს მამაძაღლი სეთური”

Posted on

მოკლედ ამ ბოლო დროს ქართველი ხალხის ყურადღება გადატანილია მხოლოდ კაზანტიპზე, ე.წ “აღვირახსნილობის ბუდეზე.”  იმდენად დავიღალე ამ თემის კითხვით სოციალურ ქსელებში, რომ არ შემიძლია ჩემი დამოკიდებულება სადმე არ დავწერო ან ვინმესთვის არ დავწერო.

ჯერ კიდევ კაზანტიპზე წარმოდგენა არ მქონდა, როდესაც მასმედია საკმაოდ მდაბალი და ალოგიკური სტატიების გამოქვეყნებით ხალხს “სიფხიზლისკენ მოუწოდებდა,” მასმედიას ხომ საერთოდ აღარ შერჩა არც ეთიკა და  ესთეტიკა, ვისაც რა მოებჟუტურებოდა იმას ააქვეყნებდა, რადგან თურმე კითხვადია. იმის წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ხალხს რასაც მიაწვდი და როგორც მიაწვდი იმის შესაბამისად ვითარდება, სათაურები “ვავა ჩემო ანაკლია,” ” რა არის კაზანტიპი სინამდვილეში” და უამრავი ხალხის გამოსათაყვანებლად შექმნილი და დაწერილი სტატია ხალხმაც აიტაცა და შეუდგა “აღვირახსნილობის ბუდის” მოშთობას. რასაკვირველია, სამღვდელოებაც ჩაება ამ საქმეში, რამეთუ ღმერთმა მოუწოდა მათ იმის მოსაშთობად რაც მანვე შექმნა. შექმნა ადამიანის ტვინი რათა ადამიანს ეაზროვნა.

კაზანტიპი როგორც მოგეხსენაბათ დახურული პროექტია, შესაბამისად ვისაც ფული და გართობა უნდა იმისთვის არის ხელმისაწვდომი და დანარჩენები არც დაიშვებიან, მაგალითად ანაფორიანები და “წმინდანები.”. რას ებრძვიან და რატომ ებრძვიან არც თვითონ არ იციან, ეს გამომრევლებული და გამოთაყვანებული ხალხი კი ბრბოდ იქცა და იარაღად სინამდვილეში, აშკარად, ძალაუფლებისთვის მებრძოლი ეკლესიისთვის, ცხადია ეს მხოლოდ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ბრძოლაა, თუ რომელი იქნება სათავეში, ხოლო ეს გამოთაყვანებული და გამოწვრთნილი ერი ზომბებივით მისდევენ იმას საითკენაც “მიუქსევენ.”

საერთოდ სტატიებმა და გამოხმაურებებმა გამაოგნა, იმდენად განვითარების საწინააღმდეგო დინებით მიცურავს დაახლოებით 80% რომ ოდნავ განვითარებულს და მასზე წინ წასულს წალეკავს და შთანთქავს. მებრალება ეს ხალხი, რადგან პოლიქრონიონის ძახილით მიჰყვებიან მამაძაღლ სეთურს (?) და დაგლიჯავენ იმას ვინც სიმართლის თქმას დააპირებს.

 

 

Advertisements

“თავისუფლება”

Posted on Updated on

lalala

თავისუფლება – „თავის უფალი“ თუ ასე ჩავუკვირდებით ამ სიტყვას, მაშინ მნიშვნელობა ავთენტურია, მაგრამ მოდი რეალობიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ ამ სიტყვასა და მის არსზე; პირადად ჩემი აზრით, კი თავისუფლება ძალიან ვიწრო მნიშვნელობას მოიცავს და ეს არის მხოლოდ არჩევანის თავისუფლება, თუმცა პარადოქსია, მაგრამ თავად ეს არჩევაანიც გამომდინარეობს არსებული სიტუაციებიდან და გარემოდან, თუ უკეთ განვმარტავთ თავად გარემო გაწვდის ამ არჩევანის საშუალებას, ხოლო მათი მართვა და შენ ნებაზე შეცვლა შეუძლებელია, მაგალითად ავიღოთ სიკვდილი, ადამიანი, რომელსაც აქვს უკურნებელი დაავადება მას აქვს ორი სიტუაციური არჩევანი: ან თავი მოიკლას, ან დრო მოკლავს, შესაბამისად სად არის ის არჩევანი რასაც „რაც მინდა იმას გავაკეთებ ჰქვია?“ თითოეული არჩევანი, თითოეული ნაბიჯი ბუნებისა და გარემოს კონტროლს ექვემდებარება, და ეს დაბადებიდან იწყება, შენ ადამიანს და ზოგადად თითოეულ არსებას დაბადებიდან წართმეული გაქვს არჩევანი, რატომ? აი, იმიტომ რომ ძალიანაც რომ ეცადო სხვისი ნაყოფი ვერ გახდები, ვის მუცელშიც ჩაისახე ის გაგაჩენს, ან არ/ვერ გაგაჩენს.

 

თვლით, რომ კუნძულზე მყოფი ეული ადამიანი, რომელიც არც საზოგადოების კანონებითა და სხვა ამდაგვარით არის შეზღუდული, ის თავისუფალია? ძალიან ცდებით, რადგან ეს ადამიანი დამოკიდებული ხდება კუჭსა და ყოფით დეტალებზე. მაგალითად, დილით გაიღვიძა და გადაწყიტა, რომ მთელი დღე არაფერი გააკეთოს, მხოლოდ დაისვენოს, მოსეირნეს კი გზაში ცხოველი გადაეყრება და აქ ირთვება მისი ინსტიქტი გადარჩეს და შესაბამისად ის არჩევანიც შეეზღუდა რაც გააკეთა ამ დილით, რომ არაფერი გაეკეთებინა. თითოეულ სულდგმულსა თუ არასულდგმულს ეკვრის გარშემო თავის უფლების წრე მაგრამ ეს წრეები ირღვევა როგორც კი იწყება მათი ერთ სამყაროში მოქცევა.

 

თუ ვარ თავის უფალი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და არჩევანსაც (რასაც ისევ გარემო და სიტუაცია აკონტროლებს ) შესაბამისად ვაკეთებ, მინდა, უკვდავი ვიყო, აბა რას იტყვით?! ვიქნები უკვდევი, მხოლოდ იმიტომ რომ მე მინდა და ამას თავის უფლებაც მეღაღადება?! ამიტომ თავისუფლებაზე ღაღადი ჩემთვის მხოლოდ მითია, ხოლო რეალობა კი ის არის რასაც ბუნება, გარემო და სიტუაცია გკარნახობს, ეს არის ბევრი „ან!“

 

რა იწვევს ნაადრევ ჭაღარას!

Posted on Updated on

Image

მიიჩნევა, რომ გაჭაღარავებას ოთხი ფაქტორი იწვევს: მემკვიდრეობა, სტრესი, ასაკი და ქრონიკული დაავადებები.

მაგრამ უშუალო მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია – პიგმენტ მელანინის გაქრობა, რომელიც თმის ფოლიკულში გამომუშავდება. თმის ზრდის განსაზღვრულ სტადიაში ფერმენტ ტიროზინაზის ზემოქმედებით პიგმენტი თმის სტრუქტურულ ცილას უერთდება და მას ბუნებრივ ფერს აძლევს.

როდესაც ამ ფერმენტის გამომუშავება წყდება, თმა ჭაღარავდება. ამ პროცესის დაწყების დრო გენეტიკურად არის განპირობებული და ორგანიზმის დაბერების საწყისად მიიჩნევა. რაც შეეხება სტრესის ნიადაგზე გაჭაღარავებას, ეს შემდეგნაირად აიხსნება: ყოველ თმის ღერს დაუყვება წვრილი სადინარი, რომელშიც სითხე მიედინება და თმას საკვებს აწვდის; როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოიმუშავებს, სტრესის ჰორმონი პირდაპირ თმის შუაგულში ხვდება და პიგმენტისა და ცილის კავშირს არღვევს. ასე ჩნდება ნაადრევი ჭაღარა.

ნაადრევი გაჭაღარავება სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, ბრონქულ ასთმაზე, ანემიაზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე. თმის გათეთრება შესაძლოა მძიმე ინფექციურმა დაავადებამაც გამოიწვიოს.

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ნაადრევ ჭაღარას ჭიებიც იწვევს, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები ორგანიზმის შინაგან გარემოზე მოქმედებს და პიგმენტაციას არღვევს. ნაადრევი გაჭაღარავების კიდევ ერთი მიზეზი მემკვიდრეობაა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ევროპელები 34 წლის შემდეგ (პლუს-მინუს 10 წელი) ჭაღარავდებიან, აზიელები – 30-34 წლიდან, ნეგროიდული რასის წარმომადგენლები – 43 წლიდან.

ქალებს თეთრი თმა თავდაპირველად საფეთქლებთან უჩნდებათ, მერე კი კეფაზე. დღემდე მიიჩნეოდა, რომ გაჭაღარავების პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო, მაგრამ დადგინდა, რომ ასე არ არის. ნაადრევ გაჭაღარავებას ხელს უშლის ცხოვრების ჯანსაღი წესი. გასათვალისწინებელია, რომ თმის ფერზე გავლენას ახდენს რკინა, მანგანუმი, თუთია და სპილენძი, ამიტომ ეცადეთ, ეს მიკროელემენტები საჭირო რაოდენობით მიიღოთ.

მათ შეიცავს კვერცხი, თევზი, სიმინდი, კაკალი, გოგრა, ბულგარული წიწაკა, ვაშლი, ციტრუსები, კაკაო, შვრია. 

როგორ გავიწმინდოთ სახე სახლის პირობებში!

Posted on Updated on

Image

სახის გაწმენდა დამოკიდებულია, სხვადასხვა ფაქტორზე, მათგან ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ცხიმიანობა და ალერგიულობა. ძალიან ბევრ საიტზე წაგიკითხავთ ალბათ, რომ მიიღოთ ორთქლის აბაზანები, მაგრამ მე ამას არ გირჩევთ, რადგან გახსნილი ფორების დახურვა არც ისე მარტივია და თან სახლის პირობებში მიუღებელი, მეორეც ორთქლი კანს აშრობს და სუგლუვეს აკარგვინებს.

ამიტომ გირჩევთ სრულიად უმტკივნეულო მეთოდს, რომლის გამოყენება საკმაოდ ადვილი და შედეგის მომცემია, ამას საკუთარი გამოცდილებით დაგიდასტურებთ.

ესე იგი რეცეპტი ასეთია:

1. კალცი ხლორიდი ამპულებში ( ნებისმიერ აფთიაქში იყიდება )

2. ნებისმიერი ხელების საპონი

მომზადების წესი:

კალცი ამპულიდან გადმოიტანეთ, რომელიმე თეფშზე, შემდეგ დაისველეთ მასში ოდნავ ხელები და საპონს წაუსვით, შემდეგ კი სახეზე წაისვით, ასეთი პროცეურა გაიმეორეთ მთელ სახეზე (საპონს ვისვამთ სახეზე და კალცით მას ვიზელთ) ნახავთ რომ უამრავ შავ ლაქას აიყოლებს თქვენი სახიდან, პროცედურის დამთავრების შემდეგ კი სახე კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ეს პროცედურა არ შეიძლება ყოველდღე, მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, შედეგად კი კანიდან იცილებთ ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, რომელიც სახეს სილამაზეს უკარგავს.

ფეხსაცმლის სტილი, რომელიც მამაკაცებს არ მოსწონთ!

Aside Posted on Updated on

ImageImageImageImageImageImageImage                                                                                                                                                                                                ერთ-ერთმა საიტმა, რომელიც მოდაზე წერს, ძლიერი სქესის წარმომადგენლები გამოკითხა და ქალის გარდერობიდან ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ფეხსაცმელების რეიტინგი გამოავლინა.

გამოკითხულ მამაკაცთა 71%-ის აზრით, ყველაზე არასექსუალური და არამიმზიდველი ფეხსაცმელი ტანგეტკებია. მეორე ადგილი რეიტინგში ე.წ უგებმა დაიკავა, რომელსაც ხმა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 67%-მა მისცა.

მამაკაცების 63%-თვის არ არის მიმზიდველი ბოტასები. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ასევე სკეპტიკურად უყურებენ პლატფორმიან ფეხსაცმელებს. ამ სტილის ფეხსაცმლისადმი უარყოფითი აზრი გამოკითხულთა 58%-მა გამოთქვა. კაცებს არ მოსწონთ არც ე.წ შლოპანცები (55%). რეიტინგში მეექვსე ადგილი მოკასინებმა დაიკავეს, რომელიც თავიდან მამაკაცის გარდერობის შემადგენელი ნაწილი იყო. მათ შემდეგ სიაში ფეხსაცმელი “მერი ჯეინი” მოდის, რომელსაც მრგვალი ცხვირი აქვს.

როგორც აღმოჩნდა მამაკაცებს არც ქალებში ასე პოპულარული ე.წ ბალეტკები მოსწონთ. გამოკითხულთა 37%-ის აზრით, ის ყველაზე არამიმზიდველი ქალის ფეხსაცმელია. რეიტინგში ასევე მოხვდა კროქსებიც.

ფულის შოვნა ინტერნეტით

Posted on Updated on

დღესდღეობით, ძალიან მომრავლდა შემოთავაზებები ვიდეოებისა თუ სტატიების სახით, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სულ რაღაც 5-10 წუთის საქმით ე.წ დაკლიკებით თქვენ ფულს დააგროვებთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს უფრო გუბეში თევზაობას გავს, საიტები როგორიცაა BUX, Seo sprint, და ბევრი ამდაგვარი გთავაზობენ ძალიან სასაცილო და არარეალურ გარემოს. ეს საიტები წარმოადგენენ იმ კომპანიათა ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ რეიტინგის ამაღლებაზე, და ამით იღებენ შემოსავალს სხვა კომპანიებიდან და ეს “კლიკებიც”  თქვენგან ამიტომ სჭირდებათ, სინამდვილეში კი დღეში სულ რომ ინტერნეტში იყო სადღაც 20 ცენტამდე ძლივს ახვალ. ამის გარდა, არიან საიტები რომლებიც საერთოდ არ გადაგიხდიან არაფერს, ამიტომ სანამ დროს დახარჯავთ მანამდე კარგად დაფიქრდით რეალურია თუ არა შემოთავაზება.Image