კულინარია

აჭარული ხაჭაპური  adjaruli-khachapuri

200 გრამი ხაჭაპურის ცომი

100 გრამი ფქვილი

3 ცალი კვერცხი

20 გრამი კარაქი

100 გრამი სულგუნი

100 გრამი იმერული ყველი

~ მომზადების წესი ~

1. გახეხეთ სულგუნი და იმერული ყველი. ჩაუმატეთ კარაქი, 1 ცალი კვერცხი და ჩანგლით შეურიეთ.

2. განაცალკევეთმეორე კვერცხის გული ცილისგან და გათქვიფეთ.

3. მოზილეთ ხაჭაპურის ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ ოვალურ ფორმაზე. გადაანაწილეთ მასზე ყველის მასა და ამოუკეცეთ კიდეები ნავისებური ფორმის მისაღებად.

4. გააცხელეთ ღუმელი. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე აჭარული ხაჭაპური, შედგით ღუმელში და აცხვეთ 12 წუთის განმავლობაში, მაღალ ტემპერატურაზე.

5. ამ დროის გასვლის შემდეგ, მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული გამომცხვარ ცომს, მესამე კვერცხი კი ყველის მასაში ჩატეხეთ. შეაბრუნეთ აჭარული ხაჭაპური ღუმელში და აცხვეთ დამატებით 3 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!

როგორ მოვამზადოთ ხაჭაპურის ცომი?

მასალა სამი ცალი ხაჭაპურის ცომის მოსამზადებლად:

  • 1.15 კილოგრამი ფქვილი
  • 200 მილილიტრი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი საფუარი
  • 200 მილილიტრი რძე
  • 1 ცალი კვერცხი
  • 50 მილილიტრი ზეთი

შეათბეთ წყალი 35C გრადუსამდე და გახსენით მასში საფუარი. მოათავსეთ 1 კილოგრამი ფქვილი ღრმა თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაუმატეთ საფუვრიანი წყალი, ზეთი, რძე და ჩაატეხეთ ერთი კვერცხი. სურვილისამებრ შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ცომისთვის ოქროსფერი ბზინვარების მისანიჭებლად. ხელით შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და რბილ ცომს ბურთის ფორმა მიეცით. შეფუთეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 2 საათით. შემდეგ, აფუებულ ცომს ჩაუმატეთ 150 გრამი ფქვილი და გადაზილეთ. დაყავით სამ თანაბარ ნაწილად და თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა. შეფუთეთ და შეინახეთ, ან განაგრძეთ ცხობა სასურველი ხაჭაპურის რეცეპტით!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s