ნაადრევი

რა იწვევს ნაადრევ ჭაღარას!

Posted on Updated on

Image

მიიჩნევა, რომ გაჭაღარავებას ოთხი ფაქტორი იწვევს: მემკვიდრეობა, სტრესი, ასაკი და ქრონიკული დაავადებები.

მაგრამ უშუალო მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია – პიგმენტ მელანინის გაქრობა, რომელიც თმის ფოლიკულში გამომუშავდება. თმის ზრდის განსაზღვრულ სტადიაში ფერმენტ ტიროზინაზის ზემოქმედებით პიგმენტი თმის სტრუქტურულ ცილას უერთდება და მას ბუნებრივ ფერს აძლევს.

როდესაც ამ ფერმენტის გამომუშავება წყდება, თმა ჭაღარავდება. ამ პროცესის დაწყების დრო გენეტიკურად არის განპირობებული და ორგანიზმის დაბერების საწყისად მიიჩნევა. რაც შეეხება სტრესის ნიადაგზე გაჭაღარავებას, ეს შემდეგნაირად აიხსნება: ყოველ თმის ღერს დაუყვება წვრილი სადინარი, რომელშიც სითხე მიედინება და თმას საკვებს აწვდის; როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოიმუშავებს, სტრესის ჰორმონი პირდაპირ თმის შუაგულში ხვდება და პიგმენტისა და ცილის კავშირს არღვევს. ასე ჩნდება ნაადრევი ჭაღარა.

ნაადრევი გაჭაღარავება სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, ბრონქულ ასთმაზე, ანემიაზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე. თმის გათეთრება შესაძლოა მძიმე ინფექციურმა დაავადებამაც გამოიწვიოს.

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ნაადრევ ჭაღარას ჭიებიც იწვევს, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები ორგანიზმის შინაგან გარემოზე მოქმედებს და პიგმენტაციას არღვევს. ნაადრევი გაჭაღარავების კიდევ ერთი მიზეზი მემკვიდრეობაა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ევროპელები 34 წლის შემდეგ (პლუს-მინუს 10 წელი) ჭაღარავდებიან, აზიელები – 30-34 წლიდან, ნეგროიდული რასის წარმომადგენლები – 43 წლიდან.

ქალებს თეთრი თმა თავდაპირველად საფეთქლებთან უჩნდებათ, მერე კი კეფაზე. დღემდე მიიჩნეოდა, რომ გაჭაღარავების პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო, მაგრამ დადგინდა, რომ ასე არ არის. ნაადრევ გაჭაღარავებას ხელს უშლის ცხოვრების ჯანსაღი წესი. გასათვალისწინებელია, რომ თმის ფერზე გავლენას ახდენს რკინა, მანგანუმი, თუთია და სპილენძი, ამიტომ ეცადეთ, ეს მიკროელემენტები საჭირო რაოდენობით მიიღოთ.

მათ შეიცავს კვერცხი, თევზი, სიმინდი, კაკალი, გოგრა, ბულგარული წიწაკა, ვაშლი, ციტრუსები, კაკაო, შვრია.