ფული

“ოხ, ეს მამაძაღლი სეთური”

Posted on

მოკლედ ამ ბოლო დროს ქართველი ხალხის ყურადღება გადატანილია მხოლოდ კაზანტიპზე, ე.წ “აღვირახსნილობის ბუდეზე.”  იმდენად დავიღალე ამ თემის კითხვით სოციალურ ქსელებში, რომ არ შემიძლია ჩემი დამოკიდებულება სადმე არ დავწერო ან ვინმესთვის არ დავწერო.

ჯერ კიდევ კაზანტიპზე წარმოდგენა არ მქონდა, როდესაც მასმედია საკმაოდ მდაბალი და ალოგიკური სტატიების გამოქვეყნებით ხალხს “სიფხიზლისკენ მოუწოდებდა,” მასმედიას ხომ საერთოდ აღარ შერჩა არც ეთიკა და  ესთეტიკა, ვისაც რა მოებჟუტურებოდა იმას ააქვეყნებდა, რადგან თურმე კითხვადია. იმის წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ხალხს რასაც მიაწვდი და როგორც მიაწვდი იმის შესაბამისად ვითარდება, სათაურები “ვავა ჩემო ანაკლია,” ” რა არის კაზანტიპი სინამდვილეში” და უამრავი ხალხის გამოსათაყვანებლად შექმნილი და დაწერილი სტატია ხალხმაც აიტაცა და შეუდგა “აღვირახსნილობის ბუდის” მოშთობას. რასაკვირველია, სამღვდელოებაც ჩაება ამ საქმეში, რამეთუ ღმერთმა მოუწოდა მათ იმის მოსაშთობად რაც მანვე შექმნა. შექმნა ადამიანის ტვინი რათა ადამიანს ეაზროვნა.

კაზანტიპი როგორც მოგეხსენაბათ დახურული პროექტია, შესაბამისად ვისაც ფული და გართობა უნდა იმისთვის არის ხელმისაწვდომი და დანარჩენები არც დაიშვებიან, მაგალითად ანაფორიანები და “წმინდანები.”. რას ებრძვიან და რატომ ებრძვიან არც თვითონ არ იციან, ეს გამომრევლებული და გამოთაყვანებული ხალხი კი ბრბოდ იქცა და იარაღად სინამდვილეში, აშკარად, ძალაუფლებისთვის მებრძოლი ეკლესიისთვის, ცხადია ეს მხოლოდ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ბრძოლაა, თუ რომელი იქნება სათავეში, ხოლო ეს გამოთაყვანებული და გამოწვრთნილი ერი ზომბებივით მისდევენ იმას საითკენაც “მიუქსევენ.”

საერთოდ სტატიებმა და გამოხმაურებებმა გამაოგნა, იმდენად განვითარების საწინააღმდეგო დინებით მიცურავს დაახლოებით 80% რომ ოდნავ განვითარებულს და მასზე წინ წასულს წალეკავს და შთანთქავს. მებრალება ეს ხალხი, რადგან პოლიქრონიონის ძახილით მიჰყვებიან მამაძაღლ სეთურს (?) და დაგლიჯავენ იმას ვინც სიმართლის თქმას დააპირებს.

 

 

ფულის შოვნა ინტერნეტით

Posted on Updated on

დღესდღეობით, ძალიან მომრავლდა შემოთავაზებები ვიდეოებისა თუ სტატიების სახით, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სულ რაღაც 5-10 წუთის საქმით ე.წ დაკლიკებით თქვენ ფულს დააგროვებთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს უფრო გუბეში თევზაობას გავს, საიტები როგორიცაა BUX, Seo sprint, და ბევრი ამდაგვარი გთავაზობენ ძალიან სასაცილო და არარეალურ გარემოს. ეს საიტები წარმოადგენენ იმ კომპანიათა ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ რეიტინგის ამაღლებაზე, და ამით იღებენ შემოსავალს სხვა კომპანიებიდან და ეს “კლიკებიც”  თქვენგან ამიტომ სჭირდებათ, სინამდვილეში კი დღეში სულ რომ ინტერნეტში იყო სადღაც 20 ცენტამდე ძლივს ახვალ. ამის გარდა, არიან საიტები რომლებიც საერთოდ არ გადაგიხდიან არაფერს, ამიტომ სანამ დროს დახარჯავთ მანამდე კარგად დაფიქრდით რეალურია თუ არა შემოთავაზება.Image